Embed

Wednesday, July 1, 2015

უცნაური სტუმარი, რომელმაც მამა ანთიმოზი გაოცებული დატოვა



ძალიან უცნაური ამბავი, რომელიც მამა ანთიმოზს გადახდა...

უცნაური სტუმარი
კარზე კაკუნია, ზარი არა მაქვს. ვაღებ კარებს. ელეგანტურად ჩაცმული, მაღალი, ლამაზი მანდილოსანი-ბალზაკის ქალის ასაკის, არავის ჰგავს, კარზე რომ მოგადგებიან.
-გისმენთ-გაოცებული ვამბობ.
-მამა ანთიმოზი ბრძანდებით?
-დიახ,
-შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდით,- გაოცებას დაბნევაც ემატება. მოუწესრიგებელი ვარ.
ჯდება სავარძელში და ჩანთას იხსნის. ლამაზი ჩანთაა. ფეხსაცმელს შევავლე თვალი. მაღალქუსლიანი, უხდება. გემოვნება აქვს.
-ჩაი, ყავა?
-ყავა ნალექიანი.- სამზარეულოში თუ რამე ვიცი ყავის მოდუღება))) სადღაც შოკოლადიც მაქვს.
ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ, მოუწესრიგლობა მაინც მაწუხებს. ხომ არ ვეტყვი მოვწესრიგდები და მოვალ-მეთქი)))
-მე თქვენი ფეისის მეგობარი ვარ, სხვა სახელით, ხშირად ვკითხულობ თქვენს სტატუსებს, უცნაური და კარგი ადამიანი ხართ და ძალიან მომწონხართ.
-მადლობა-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
-ვიცი, რომ მუხლი გტკივათ და ცოტა თანხა მოგიტანეთ-ჩანთა გახსნა, კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო.-უკაცრავად, უნდა წავიდე,-ყავა მოსვა და ადგა.
მოკრძალებით გავაცილე. სახელიც არ მითხრა.
დედა, რა იყო ეს?!



No comments:

Post a Comment