Embed

Sunday, June 28, 2015

ექსკლუზივი: „რთულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ გადავლახავ“ - ირინა ონაშვილის კრიზისი და რჩევა ქალებს



ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისი მის საქმიანობაზეც აისახა, თუმცა იცის, რომ ფარ-ხმალს არ დაყრის და ყველანაირ სირთულეს დაძლევს, - დღეს საქმიანი ქალის ამპლუაში „ნიუპოსტი“ ირინა ონაშვილს წარმოგიდგენთ. 
„მის. საქართველოს“ ტიტულის მოპოვებიდან წლების შემდეგ მომხიბვლელმა მოდელმა საქამიანი ქალის იმიჯი მოირგო. ჯერ სამოდელო სააგენტო დააფუძნა, შემდეგ კი სილამაზის სალონის მფლობელიც გახდა. 
„წარმატების საიდუმლო არ არის გარეგნობა. ყველაზე მთავარია, ადამიანს შესწევდეს შრომისუნარიანობა და დასახული მიზნებისთვის მაქსიმუმს აკეთებდეს“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ ირინა ონაშვილი და ქალებს, რომელთაც წარმატება სურთ საინტერესო რჩევებს სთავაზობს. 

ირინა ონაშვილი: „წარმატებაში რაც ყველაზე მეტად მეხმარება, ეს ჩემი შრომისმოყვარეობაა. თუ შრომისმოყვარეა ადამიანი, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის გარეგნულად ლამაზი, ყველაფერს მიაღწევს. 
უბრალოდ არ უნდა ვიყოთ ზარმაცები, მეც მაქვს ხოლმე სიზარმაცის პერიოდი. ამიტომ სულ ვებრძვი ჩემს თავს, რომ სიზარმაცეები დავძლიო ჩემში. როცა დამიძლევია, რისკებზეც წავსულვარ, ამ დროს უფრო მეტია თვითდაჯერებულობა.
მე თუ რამე კონკრეტულ საქმეს მოვკიდე ხელი ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას, და ამიტომ სწორხაზოვნად, მთელი გრძნობით და ემოციებით ვაკეთებ საქმეს. 

-თქვი გარეგნობას არა აქვს დიდი მნიშვნელობაო, თუმცა, შენს შემთხვევაში თავიდან გარეგნობამ ითამაშა დიდი როლი...

-ეს უბრალოდ კონკურსი იყო, რამაც მომიტანა პოპულარობა. პოპულარული შეიძლება გახდე სხვადასხვა კუთხით. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ადვილია პოპულარობის მოპოვება, რადგან პატარა ერი ვართ, უბრალოდ გააჩნია რა კუთხით და რამდენად მიგიღებს საზოგადოება და რამდენად აღიარებს რომ ნამდვილად დამსახურებულად მიაღწიე რამეს. ჩემს შემთხვევაში რაც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, ის არის რომ საზოგადოების მხრიდან ერთბაშად მოხდა იმის აღიარება, რომ ხარ ნამდვილად ღირსეული იმ ტიტულისთვის რაც მოიპოვე.ამ პოპულარობიდან წლების შემდეგ საქმიანი ქალის იმიჯი მოირგე, რამდენად რთულია ეს?

-ეს ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მე მაქვს ძალიან დიდი კრედიტი აღებული, რომელიც უნდა ვიხადო 2026 წლამდე, მოგეხსენებათ დოლარი რა დღეშია, ამიტომ რთულ მდგომარეობაში ვარ. წესით უნდა ვიყო დაძაბულიც... მაგრამ ფარ-ხმალს ვერ დავყრი. მერე ფართს წამართმევს ბანკი. (იცინის) ვიცი, შევძლებ და გადავლახავ კრიზისს.

საერთოდ ხასიათია ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანის შინაგანი განწყობა, ჩვენ როგორი შინაგანი განწყობაც გვაქვს და როგორ ემოციასაც გავუშვებთ კოსმოსში, აბსოლუტურად იგივე გვიბრუნდება. არავის არა აქვს აწყობილი ხუთიანზე ყველაფერი, - საქმე, პირადი ცხოვრება, შვილი... რაღაც პრობლემა, სადღაც მაინც იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ და იმ დადებით მხარეებს უნდა ჩავეჭიდოთ რაც არის მაცოცხლებელი ჩვენთვის, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უნდა ვიყოთ ბედნიერები იმით რაც გვაქვს. ეს ცოტა რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ და აუცილებლად უნდა შევიქმნათ ეს დადებითი განწყობა და პოზიტიური ენერგია. 

მეტი პოზიტივი უნდა გავცეთ, არასდროს არ უნდა დაგვენანოს დადებითისა და კომპლიმენტის თქმა, ყოველთვის უნდა იყოს სურვილი რომ ერთმანეთი შევაქოთ. ერთმანეთის გაკეთებული კარგი რამ, თუნდაც პატარა მოვიწონოთ. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ნეგატივი დაგროვდა, სოციალურ ქსელშიც კომენტარი ხშირად კრიტიკულია, ვფიქრობ მეტი დადებითი ემოცია გვჭირდება, რადგან ძალიან მოკლეა ეს ცხოვრება. ჩვენი ახალგაზრობაც ძალიან მოკლეა, ამიტომ ყოველთვის ვეცადოთ რომ ჩვენ თვითონვე გავილამაზოთ ყოველი წუთი.

ავტორი: დეა თავბერიძე

No comments:

Post a Comment