Embed

Monday, June 15, 2015

ხიდი წერეთლიდან - გმირთა მოედნამდე

ღამის 2 საათიდან სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა საზარელი ფოტოები კატასტროფის, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არავის ეგონა, რომ წვიმა, რომელიც თბილისს ბოლო ხანია შემოეჩვია, ასეთ დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევდა და არც, ქვეყნის ერთ მუშტად შეკვრა.



დიახ, ნამდვილად მოულოდნელი იყო ის, თუ როგორ გაერთიანდა ხალხი. მოულოდნელი მათთვის ვისაც არ სჯეროდა, ვისაც არ სწამდა ქართველი ახალგაზრდების შემართების, მედგრობის და სიყვარულის. ამ ადამიანების ღვაწლი ფასდაუდებელია და უბრალო სიტყვებით შემკობა პირდაპირი დანაშაულია.

თუმცა მე მსურს სხვა თემაზე გავაკეთო აქცენტი: ვცხოვრობ წერეთელზე, სადაც წყალს არ მოუღწევია და ყველანი დამშვიდებულნი და განაბულნი უყურებდნენ ტელევიზორებს ან ეძინათ ან იმის შიში მაინც ჰქონდათ, რომ რამდენიმე წუთში მათ სახლებშიც შევარდებოდა ნიაღვარი და იმავეს გააცდევინებდა, რასაც ქალაქის მე-2 ნაწილი განიცდიდა.

თითქოს წერეთლიდან ვერეს ხეობამდე ხიდი ჩაინგრა და იქამდე მიღწევას ვერავინ ახერხებდა. სატელეფონი ზარები არ გადიოდა, შუქი და ინტერნეტი დიდხანს თამაშობდნენ და საბოლოოდ ყველაფერი გაითიშა. ადამიანები ინფორმაციის ვაკუუმში ჩავარდნენ, არადა ხიდი უკვე ჩანგრეული იყო და გადასვლას ვერავინ მოახერხებდა. ისინი უბრალოდ ისხდნენ, ელოდნენ ცნობების მიღებას, არადა წყალი ზემოთ იწევდა და განაგრძობდა ადამიანების დახრჩობას. სახლში მყოფი ადამიანები კი კვლავ მოლოდინის რეჟიმში იყვნენ და ცხოვრებას რამდენიმე საათში მოწყვეტილნი უყურებდნენ.

იქნებ ჯობდა ამ ამბავს დაძინებული შევხვედროდი, მაგრამ უფრო საზარელი იქნებოდა ერთი შეხედვით ამის ნახვა, იმასთან შედარებით, როდესაც გარკვეულწილად იცი რა ხდება და პირდაპირ უდიდეს დარტყმას არ მიიღებ, როგორც, დედას ეუბნებიან ,რომ მისი შვილი გარდაიცვალა.

ჯერ კიდევ ჩანგრეულია ფეხით მოსიარულეთა ხიდი, თუმცა ხალხის გაერთიანებამ აჩვენა, რომ აშენებას წინ არაფერი აღარ უდგას. ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, შესაძლოა  "მიღწევად" ჩაითვალოს, თუმცა მსხვერპლი ყველაფერზე მეტყველებს.







  1. ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ ისტორიისგან, არის ის, რომ ადამიანები ვერ იღებენ ვერანაერ გაკვეთილს ისტორიისგან - ბერნანდ შოუ

No comments:

Post a Comment