Embed

Saturday, June 20, 2015

წერილი ციხიდან: პატიმარი სტიქიით დაზარალებულებს საცხოვრებლად საკუთარ სახლს სთავაზობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უწყების ადმინისტრაციაში მიიღეს წერილი, სადაც ერთერთი მსჯავრდებული სტიქიით დაზარალებულ ოჯახს დროებით საცხოვრებლად ზესტაფონში მდებარე საკუთარ სახლს სთავაზობს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მსჯავრდებულის წერილი გაასაჯაროა, რომელსაც „ნუპოსტი უცვლელად გთავაზობთ.
„მოგახსენებთ რომ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 14 ივნისს მომხდარი სტიქიის შესახებ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს ღრმა მწუხარებით. მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, მსურს მონაწილეობა მივიღო და დავეხმარო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ჩემი შესაძლებლობებით.
მოგახსნებთ, რომ მე გამაჩნია საცხოვრებელი სახლი ქ.ზესტაფონში, ბინა მაქვს დაცლილი და არ ცხოვრობს ჩემი ოჯახი. უზრუნველყოფილია საცხოვრებლად. მზად ვარ დროებით საცხოვრებლად გადავცე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, მანამ სანამ არ მიეცემა თავშესაფარი და საცხოვრებელი ფართი. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ გამომეხმაუროთ რათა მონაწილეობა მივიღო ჩვენი მოსახლეობის დახმარებაში“, - აღნიშნულია ნათქვამია მსჯავრდებულის განცხადებაში.


წყარო: საინფორმაციო სააგენტო Newsposts.ge

No comments:

Post a Comment