Embed

Thursday, June 18, 2015

"მტაცებელი ცხოველები სააკაშვილმა უკრაინიდან შემოიყვანა" - რა ვერსიაზე საუბრობს ინაშვილი

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა თბილისში მტაცებელი ცხოველების ზოოპარკს გარეთ ყოფნის ვერსიაზე სოციალურ ქსელში დაწერა.


„გერმანიიდან მომწერა ერთმა ქართველმა ემიგრანტმა. იქნებ ამაზეც ეფიქრა კრიზისების მართვის სამსახურსო. მოკლედ, ვერსია მაქვსო... და მოუსმინეთ ვერსიას: ვინაიდან სააკაშვილი ე.წ. მაოხრებელი მკვდარია და მის მიერ ჩადებულ ნაღმებზე დღესაც ვფეთქდებით, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბოროტმა მაოხრებელმა მკვდარმა რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არალეგალური გზით შემოიყვანოს უკრაინიდან საქართველოში და თბილისში გააშვებინოს, თითქოს ჩვენი ზოოპარკიდან არიან გაქცეულებიო. ამით ქვეყანაში უმართავ პროცესებს გამოიწვევენ, ამიტომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა განსაკუთრებული სიმკაცრით აკონტროლოს საზღვაო პერიმეტრიო. პრაქტიკულად დივერსია იქნებაო. რაღა დაგიმალოთ, მე ეს არადამაჯერებელ ვერსიად და ისტორიად მეჩვენება, მაგრამ ვინაიდან ბოლო 3 დღეში ჩვენს თავს წარმოუდგენელი ამბები ხდება, ქართველი ემიგრანტის (ჩემი აზრით, ამაო) შიშს მაინც ვასაჯაროვებ. იმედი მაქვს, კრიზისების მართვის სამსახურიც კითხულობს და უშიშროებაც. იმას მაინც არ ვიტყვი მერე, რომ ადამიანს არ დავუჯერე... ისე, მაინც ყურადღებით იყავით... ეშმაკს არ სძინავს...
P.S. კაცი ისეთ ბოროტებად როგორ უნდა დარჩე საკუთარი ერის მეხსიერებაში, ხალხს შენზე თვით ყველაზე აბსურდული ვერსიებიც კი დაებადოს და დარწმუნებული იყოს, რომ ყველას გაწირავ...“- დაწერა ირმა ინაშვილმა "ფეისბუქზე".

No comments:

Post a Comment