Embed

Thursday, June 18, 2015

ინდირა ზარანდიამ ბოლო მესიჯი შეყვარებულს მისწერა

ინდირა ზარანდიამ ბოლო მესიჯი შეყვარებულს მისწერა.


ირაკლი ჟორჟოლიანი და ინდირა ზარანდია ერთმანეთს ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე დაშორდნენ. ინდირამ სიკვდილის წინ ბოლო მესიჯი მას გაუგზავნა: "ახლა გმირთა მოედანზე ვართ, შეიძლება ტელეფონი გაითიშოს, სახლში რომ მივალ დაგირეკავ"... 
ამის შესახებ დების ბიძაშვილი  გიორგი ზარანდია საუბრობს.
"არ ვიცი რა უნდა გითხრათ, განადგურებულები ვართ. ქორწილისთვის ვემზადებოდით, ინდირას და ირაკლის სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია. შეიძლება მაშინ საფრთხე იგრძნო ინდირამ და ამიტომ დაუკონკრეტა ადგილი სად იმყოფებოდნენ. ბიჭმა იფიქრა, რომ ტელეფონი დაუჯდა. დედამისიც ელაპარაკა. პირველი საათი დაწყებული ყოფილა, უთქვამთ ტაქსში ვართ და მალე მოვალთო, ბიცოლას ჩასძინებია, რომ გამოეღვიძა და გოგოები სახლში ვერ ნახა ამის შემდეგ დაიწყო ძებნა.ჯერ იფიქრა ხომ არ გათხოვდაო, ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა?! გაგიჟებულები დავრბოდით მერე საავადმყოფოებში, მაგრამ ვერსად ვნახეთ...მერე ინდირა იპოვეს, ის მანქანაში არ იჯდა, მოხალისემ შემთხვევით იპოვა... ჩვენი ვარაუდით წყალი როდესაც ადიდდა, ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და ალბათ ასე სცადეს თავის გადარჩენა, რადგან მანქანა ნაპოვნია, მეორე დღეს იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ინდირას ცხედარი ნახეს..მანქანაში არავინ იყო...
22 წლის ინდირა და 25 წლის ლიზა ზარანდიები, ლიზას მეგობარ სერგი კაპანაძესთან ერთად ტაქსით გადაადგილდებოდნენ. ამ დროს  ღვარცოფში "მზიურის" ტერიტორიაზე მოყვნენ.


ჟურნალი: "გზა"

No comments:

Post a Comment