Embed

Thursday, June 18, 2015

"ზოგი ჭირი მარგებელია" - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ზოოპარკთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია". 



ამასთან, ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ არ იცის, ვის რამდენად მოეწონება მისი ეს ნათქვამი.
"ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა. 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ახლა მთავრობა იზრუნებს ზოოპარკის გადატანაზე, რაშიც, თავადაც დაეხმარება. თუმცა, ივანიშვილის მტკიცებით, ეს არ ნიშნავს, რომ ზოოპარკს ყიდულობს

No comments:

Post a Comment