Embed

Wednesday, June 17, 2015

"დამანებეთ თავი" – ზოოპარკის დირექტორის პირველი კომენტარი

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. 
"დამანებეთ თავი, ვაზუსტებთ ყველაფერს, გვაცადეთ მუშაობა”, – ასე განუცხადა გურიელიძემ ჟურნალისტებს და სპეცოპერაციის ზონა დატოვა. შესაბამისად ამ დრომდე უცნობი რჩება ზოოპარკის ადმინისტრაციის პოზიცია მომხდარი ინციდენტის შესახებ. ასევე უცნობი რჩება, არსებობს თუ არა შესაძლებლობა ზოოპარკის მტაცებელი ბინადრები კვლავაც თავისუფლად გადაადგილებოდნენ თბილისში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვეფხვმა ორი ადამიანი დაგლიჯა. ერთ-ერთი მამაკაცი რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაყავდათ გარდაიცვალა. შშს-ს ინფორმაციით მტაცებელი ცხოველი უკვე ლიკვიდირებულია.

წყარო: http://newposts.ge/

No comments:

Post a Comment